სასწავლო პროექტი



1.პროექტის სახელი_“საქართველოს ქალაქები“

2.პროექტის იდეა_მოსწავლეები გაეცნონ საქართველოს ქალაქებს და გააცნონ ისინი სხვებს.

3.პროექტის აქტუალობა_განუვითარდებათ ინტერნეტით ინფორმაციის მოპოვების უნარი, შეეცდებიან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბუკლეტის შექმნას და რუსულ ენაზე მის წარმოდგენას.

4.პროექტის მიზანი_ინტერნეტში ეძიებენ ინფორმაციას, ახდენენ ამ ინფორმაციის კლასიფიკაციას, ამზადებენ პრეზენტაციებს რუსულად.

5.მონაწილეთა ასაკი_15-16 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა_7 დღე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები_  მოსწავლეები ინტერნეტით ეცნობიან სხვადასხვა ინფორმაციას რუსულ ენაზე, ან ქართულ ენაზე მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნიან, რითაც იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. რუსულ ენაზე ქმნიან ბუკლეტებს, ამზადებენ პრეზენტაციებს-ამით იუმჯობესებენ წერით და კითხვით უნარჩვევებს.

8.პროექტისთვის საჭირო რესურსები_ კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, ფურცლები, ფერადი ფანქრები და მარკერები.

9.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
აქტივობა 1_ კლასს ვანაწილებ სამ ჯგუფად. ჯგუფი ირჩევს ლიდერს, ლიდერი უნაწილებს ჯგუფის წევრებს დავალებებს.
აქტივობა 2_ ჯგუფებს ვაძლევ დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია_ პირველმა ჯგუფმა თბილისის, მეორემ ბათუმის, მესამემ ქუთაისის შესახებ და შექმნან ბუკლეტები.
აქტივობა 3_ მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ ამ ქალაქების ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების, თანამედროვე მშენებლობების შესახებ_ყველაფერ იმაზე, რითაც შეიძლება უცხო თვალი დავაინტერესოთ.
აქტივობა 4_ მომზადებული ბუკლეტები ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ კლასის წინაშე და გააკეთონ პრეზენტაციები რუსულ ენაზე. 

აქტივობა 5- მოსწავლეები ახდენენ ჯერ საკუთარი, შემდეგ კი სხვა ჯგუფების ნამუშევრების შეფასებას. გამარჯვებულ ჯგუფს გამოვავლენთ ერთობლივად.  გამარჯვებულია ჯგუფი, რომელიც მოიპოვებს უფრო მეტ ინფორმაციას, უკეთესად გააფორმებს ბუკლეტს და რომლის ყველა წევრი ჩართულია მუშაობის პროცესში და პრეზენტეციის დროს.
აქტივობა 6_ მუშაობის პროცესში მოსწავლეთა ცოდნა გაღრმავდება, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებენ რუსულად მეტყველების უნარს.

10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
      გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეები:
  • თანამშრომლობენ მასწავლებელთან და ერთმანეთთან არა მხოლოდ ჯგუფის შიგნით, არამედ ჯგუფებს შორისაც.
  • ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად. ჯგუფის ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული.
  • გამოკვეთილია ლიდერის როლი.
  • კონკურენციის მიუხედავად ობიექტურად აფასებენ და გულშემატკივრობენ ერთმანეთის ნამუშევარს. 
  • მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას და სწორად და კარგად წარმოგვიდგენენ თავის ნამუშევარს.

 პროექტის ხელმძღვანელი_ გურანდა კვაჭანტირაძე.

ხელმძღვანელის ელფოსტა: gurandakvachantiradze@gmail.com